saqarTvelos qedebi - saguramos qedi
საშუალო სიმაღლის განედური ქედი, იალნოს ქედის დასავლეთი გაგრძელება. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (1392 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის - ჭყორი, სურო, ბზა), თხემზე - მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.